საყურე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: საყურე '''საყურე''' – (Rhynchocorys elaphas [L.] Griseb.); ოჯახი: შავწამ...)

12:18, 16 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

საყურე


საყურე – (Rhynchocorys elaphas [L.] Griseb.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scrophulariaceae). ერთწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შებუსული. ღერო 30-60 სმ სიმაღლისაა, მარტივი ან დატოტვილი. ფოთლები მოპირისპირედ არის განლაგებული, თითქმის მჯდომარე, ფორმით მოგრძო, სამკუთხა-ლანცეტა ან კვერცხისებური. ყვავილები მარტოულია, იღლიური, ყვითელი, ხორთუმი რკალივით მოხრილია, რომელიც ბოლოვდება ფართო ფირფიტით. ყვ. ნაყ. VI-VIII. მცენარე გავრცელებულია ტყისა და სუბალპურ სარტყლებში, ბუჩქნარებში, ტენიან მდელოებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია სოფელ გომბორის მიდამოებში, ასევე თუშეთის დაცულ ტერიტორიაზე. ცნობილია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები