გრაკლა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: გრაკლა '''გრაკლა''' – (Spiraea hypericifolia L.); ოჯახი: ვარდისებ...)

17:01, 19 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ფაილი:Example.png
გრაკლა


გრაკლა – (Spiraea hypericifolia L.); ოჯახი: ვარდისებრნი (Rosaceae). 1.5 მ სიმაღლის ბუჩქია. ფოთლები შიშველია ან ნორჩობაში მოკლე ბეწვით მოფენილი, მოხაზულობით უკუკვერცხისებური, მოგრძო-ელიფსური ან ლანცეტა, კიდემთლიანი. ყვავილედი 4-10-ყვავილიანია; ყვავილები განლაგებულია შიშველი ან ოდნავ შებუსული ყვავილის ყუნწებზე, ყვ. ნაყ. V-VI. იზრდება ველისა და ტყე-ველის სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე ბუჩქნართა რაყამი, კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია გარეჯის მიდამოებში, სტორის ხეობაში. გავრცელებულია მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები