ჩაღანდრი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: ჩაღანდრი '''ჩაღანდრი''' – (Veronica anagallis-aquatica L.); ოჯახი: შა...) |
10:52, 20 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ჩაღანდრი – (Veronica anagallis-aquatica L.); ოჯახი: შავწამალასებრნი (Scropulariaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი ან ოდნავ შებუსული. სიმაღლე – 15-50 სმ. ღერო მარტივია ან დატოტვილი, შეფოთლილი. ფოთლები მჯდომარეა, თითქმის ღერომხვევი, ფართო ან მოგრძო-ლანცეტა, კიდეებზე დაკბილული ან კიდემთლიანი. ყვავილედი მრავალყვავილიანია, იღლიური მტევანი. გვირგვინი მკრთალი ცისფერია ან მოვარდისფრო იისფერი. ყვ. ნაყ. IV-IX. მცენარე გავრცელებულია ტენიან ადგილებზე, არხების, რუებისა და გუბურების ნაპირებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.
წყარო
კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.