თეთრი ია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: თეთრი ია '''თეთრი ია''' – (Viola alba Besser). ოჯახი: იისებრნი...)

11:26, 20 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

თეთრი ია


თეთრი ია – (Viola alba Besser). ოჯახი: იისებრნი (Violaceae). მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, უღერო, ივითარებს გრძელ მიწისზედა ყლორტებს, ან ყლორტების გარეშეა. ფოთლები როზეტულია, მუქი მწვანე ოვალურ-გულისებური, შებუსული, კიდეზე დაკბილული. თანაფოთლები ლანცეტაა, ფოჩებიან-წამწამებიანი. გვირგვინის ფურცლები იისფერია ან თეთრი, სურნელოვანი ან უსუნო. ყვ. ნაყ. III-IV. მცენარე იზრდება დაბლობიდან მთის ზედა სარტყლამდე – ტყეებში, ბუჩქნარებს შორის, ბალახოვან ფერდობებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია ყველგან. გავრცელებულია მთელ საქართველოში.


წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები – 400 სახეობის მცენარე და 402 ფოტო; სარკვევზე იმუშავა კახაბერ სუხიტაშვილმა; რედაქტორი მაია ახალკაცი, თბილისი 2016.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები