ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორები''', ფიზიკური პროც...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორები''' | + | '''ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორები''' – ფიზიკური პროცესები, რომლებიც წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების დროს და განსაზღვრავს მის დამაზიანებელ მოქმედებას. ბირთვული იარაღის ძირითად დამაზიანებელ ფაქტორებს განეკუთვნება: დარტყმითი ტალღა, შუქური გამოსხივება, გამჭოლი რადიაცია, რადიოაქტიური დასნებოვნება და ელექტრომაგნიტური იმპულსი. ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორებს შორის დიდი რაოდენობის ენერგიის განაწილება ძირითადად დამოკიდებულია ბირთვული აფეთქების სახეობაზე, სიმძლავრესა და ბირთვული მუხტის ტიპზე. დამაზიანებელი ფაქტორების ერთდროული მოქმედება იწვევს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის კომბინირებულ დაზიანებას. |
13:12, 25 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორები – ფიზიკური პროცესები, რომლებიც წარმოიქმნება ბირთვული აფეთქების დროს და განსაზღვრავს მის დამაზიანებელ მოქმედებას. ბირთვული იარაღის ძირითად დამაზიანებელ ფაქტორებს განეკუთვნება: დარტყმითი ტალღა, შუქური გამოსხივება, გამჭოლი რადიაცია, რადიოაქტიური დასნებოვნება და ელექტრომაგნიტური იმპულსი. ბირთვული იარაღის დამაზიანებელი ფაქტორებს შორის დიდი რაოდენობის ენერგიის განაწილება ძირითადად დამოკიდებულია ბირთვული აფეთქების სახეობაზე, სიმძლავრესა და ბირთვული მუხტის ტიპზე. დამაზიანებელი ფაქტორების ერთდროული მოქმედება იწვევს ცოცხალი ძალის და სამხედრო ტექნიკის კომბინირებულ დაზიანებას.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.