ბიოლოგიური იარაღი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ბაქტერიოლოგიური იარაღი“ გადაიტანა გვერდზე „[[ბიოლოგიური იარაღი...)
(წყარო)
ხაზი 16: ხაზი 16:
 
[[კატეგორია:საბრძოლო იარაღები]]
 
[[კატეგორია:საბრძოლო იარაღები]]
 
[[კატეგორია:ბიოლოგიური იარაღი]]
 
[[კატეგორია:ბიოლოგიური იარაღი]]
 +
[[კატეგორია:იარაღის სახეობები]]

11:05, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია

ბიოლოგიური იარაღი - (ბაქტერიოლოგიური იარაღი), მასობრივი დაზიანების იარაღის სახეობა, რომლის მოქმედება ემყარება ბიოლოგიური საშუალებების გამოყენებას. შეიძლება შეიცავდეს ბიოლოგიური საშუალებებით აღჭურვილ საბრძოლო მასალებს (რაკეტების საბრძოლო ნაწილები, საავიაციო ბომბები, ლულიანი და რეაქტიული არტილერიის ჭურვები და სხვა) და მათი მიტანის საშუალებებს (რაკეტები, თვითმფრინავები, აეროსტატები, საარტილერიო ქვემეხები და სხვა).

ბიოლოგიური იარაღის მაღალ ეფექტიანობას განაპირობებს მცირე მაინფიცირებელი დოზა, დიდ ტერიტორიებზე ფარული გამოყენება, ინდიკაციის სიძნელე, მოქმედების შერჩევითობა. იგი გამოირჩევა ძლიერი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით. ყოველივე ეს განაპირობებს ჯარებისა და მოსახლეობის ბიოლოგიური დაცვის და ამ იარაღის გამოყენების შედეგების ლიკვიდაციის სირთულეს.

მიუხედავად იმისა, რომ ბიოლოგიური იარაღის შექმნა ბევრ სახელმწიფოს ხელეწიფება, მისი მასობრივი გამოყენება დღემდე არ მომხდარა. 1975 წლიდან ძალაში შევიდა ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის შექმნის, წარმოებისა და მარაგის დაგროვების აკრძალვისა და განადგურების 1972 წლის კონვენცია.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები