თუიულმექ თეშიუ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თუიულმექ თეშიუ''' ''(ბალყ.-ყარაჩ. Туюлмек тешю – „ნასკვის გახსნა“)'' ...) |
14:09, 30 ოქტომბერი 2017-ის ვერსია
თუიულმექ თეშიუ (ბალყ.-ყარაჩ. Туюлмек тешю – „ნასკვის გახსნა“) – მაგური ხასიათის ბალყარულ-ყარაჩული წეს-ჩვეულება, რომლის მიზანი მოლოგინების პროცესის მხარდაჭერა იყო. საამისოდ რამდენჯერმე განასკვნულ თასმას გახსნიდნენ, თან ამბობდნენ: „ისე იოლად გააჩინე, როგორც ჩვენ გავხსენით ეს კვანძები“. ნასკვის გახსნის მომენტში აღებდნენ კარ-ფანჯარას, ბოქლომს და სხვ.
ლიტერატურა
- Джуртубаев М. Ч. Духовная культура карачаево-балкарского народа // Ас-Алан. М., 1998, № 1;
- Каракетов Д. М. Традиционные верования // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017