მიჩიუანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''მიჩიუან-ი''' ''(ბალყ.-ყარაჩ. - Мичиуан)'' – ბალყარულ ყარაჩული ნართულ...)

14:18, 1 ნოემბერი 2017-ის ვერსია

მიჩიუან-ი (ბალყ.-ყარაჩ. - Мичиуан) – ბალყარულ ყარაჩული ნართული ეპოსის პერსონაჟი, ნართი ჯადოქარი, რაჩიყაუს სიდედრი, რომელმაც ემეგენები (დევები) სიძის შეურაცხმყოფლის – ყარაშავაჲს – მოსაკლავად განაწყო, მაგრამ ამ უკანასკნელმა დევები დახოცა. მიჩიუანი იძულებული ხდება იშვილოს ყარაშავაჲ და რაჩიყაუსთან შეარიგოს. როგორც ჩანს, მიჩილიუ და მიჩიუანი ერთი და იგივე პირია, ორივენი უცხურთუქების გვარიდან არიან.


ლიტერატურა

  • Нарты. Героический эпос балкарцев и карачаевцев. М., 1994;
  • Джуртубаев М. Ч. Мифология и эпос карачаево-балкарского народа. Древние верования балкарцев и карачаевцев. Карачаево-Балкарский героический эпос. Нальчик, 2011.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები