გაუსნებოვნება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გაუსნებოვნება''' - პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, საბრძ...)

12:38, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია

გაუსნებოვნება - პირადი შემადგენლობის, შეიარაღების, საბრძოლო ტექნიკის და სხვა ობიექტების მომწამლავი, რადიოაქტიური ნივთიერებებით და ბიოლოგიური საშუალებებით დასნებოვნების სალიკვიდაციო სანიტარიულ-ტექნიკური ღონისძიებების კომპლექსი.

დასნებოვნებული ადამიანების და ობიექტებისგან დასნებოვნების სხვადასხვა აგენტის მოცილებისთვის ხდება ჯარების სპეციალური დამუშავება. აუცილებლობის შემთხვევაში ტარდება პირადი შემადგენლობის სანიტარიული დამუშავება. მატერიალური საშუალებების, ადგილმდებარეობის და საფორტიფიკაციო ნაგებობების გაუსნებოვნება ტარდება დეგაზაციის, დეზინფექციისა და დეზინსექციის მეშვეობით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები