გენერალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გენერალი''' - (''ლათინური generalis_საერთო, მთავარ''ი), უმაღლეს ოფიცერ...)

15:59, 2 ნოემბერი 2017-ის ვერსია

გენერალი - (ლათინური generalis_საერთო, მთავარი), უმაღლეს ოფიცერთა სამხედრო წოდება (ჩინი).

პირველად მიიღეს საფრანგეთში XVI საუკუნეში. უმეტეს ქვეყნებში გვხვდება ბრიგადის გენერლის, გენერალ-მაიორის, გენერალ-ლეიტენანტის, გენერალ-პოლკოვნიკის, არმიის გენერლის წოდებები.

ზოგიერთ ქვეყანაში გენერლის ჩინის გრადაციისთვის გამოიყენება ტერმინები: ერთვარსკვლავიანი, ორვარსკვლავიანი, სამვარსკვლავიანი, ოთხვარსკვლავიანი და ხუთვარსკვლავიანი გენერლები.

ასევე ანალოგიური ჩინები შეიძლება განისაზღვროს ბრიგადის, დივიზიის, კორპუსის, არმიის გენერლის სამხედრო წოდებაში. მინიჭების უფლება ჩვეულებრივ, აქვს ქვეყნის პრეზიდენტს.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები