გელოვანი არჩილ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გელოვანი არჩილ ვიქტორის ძე''' - (1915–1978), საბჭოთა მხედართმთავარ...)
 
(წყარო)
ხაზი 10: ხაზი 10:
  
 
[[კატეგორია:მხედართმთავრები]]
 
[[კატეგორია:მხედართმთავრები]]
[[კატეგორია:საბჭოთა მხედართმთვრები]]
+
[[კატეგორია:საბჭოთა მხედართმთავრები]]

09:39, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია

გელოვანი არჩილ ვიქტორის ძე - (1915–1978), საბჭოთა მხედართმთავარი, საინჟინრო ჯარების მარშალი (1977).

დაამთავრა საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი (1936), 1939 წლიდან ინჟინერ-მშენებელია. სამხედრო სამსახურში იყო 1939 წლიდან. II მსოფლიო ომის დროს ხელმძღვანელობდა სამხედრო-საზღვაო და საფორტიფიკაციო მშენებლობებს. ომის შემდეგ ეკავა საპასუხისმგებლო თანამდებობები შავი ზღვის ფლოტის საინჟინრო სამმართველოში. შემდეგ იყო სამხედრო-საზღვაო სამშენებლო სამმართველოს უფროსის მოადგილე. 1959 წლიდან - სამმართველოს უფროსი, შემდეგ - ფლოტის სარდლის თანაშემწე მშენებლობის დარგში. 1962 წლიდან ხელმძღვანელობდა სსრ კავშირის თავდაცვის სამინისტროს სხვადასხვა სამხედრო-სამშენებლო სამმართველოებს, 1974–78 წლებში თავდაცვის მინისტრის მოადგილე მშენებლობისა და ჯარების დაბინავების დარგში.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები