ჟორალაუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჟორალაუ''' ''(ბალყ.-ყარაჩ Жоралау – „ხელდასხმა“)'' – ინიციაცია. სათ...)

12:23, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ჟორალაუ (ბალყ.-ყარაჩ Жоралау – „ხელდასხმა“) – ინიციაცია. სათანადო გამოცდის შემდეგ, ბალყარელი და ყარაჩელი ახალგაზრდები საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები, მებრძოლები ხდებოდნენ და წმინდა ცოდნას ეზიარებოდნენ. კურთხევის ნიშნად მარჯვენა ბეჭზე ჯვარს გამოუსახავდნენ (ამას უკავშირდება ტერმინი жоралау – „ჯვრის აღება [მიღება]“). ეპოსის თანახმად, ინიციაციის ერთ-ერთი ელემენტი, რომელიც შამბალიყის სალოცავში სრულდებოდა, ცეცხლზე გავლას ითვალისწინებდა.


ლიტერატურა

Джуртубаев М. Ч. Карачаево-балкарские мифы. Нальчик, 2007.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები