გეტიზბერგის ბრძოლა 1863

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''გეტიზბერგის ბრძოლა 1863''' - [[სამოქალაქო ომი აშშ-ში 1861-65|აშშ-ის სა...)

15:34, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია

გეტიზბერგის ბრძოლა 1863 - აშშ-ის სამოქალაქო ომის (1861-65) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდი, ბრძოლა ქ. გეტინბერგთან 1863 წლის 1-3 ივლისს.

ეს იყო ყველაზე სისხლისმღვრელი ბრძოლა აშშ-ის სამოქალაქო ომის დროს. ჩრდილოელთა არმიამ (90 ათ. კაცი, 300 ქვემეხი; გენერალი ჯ. მიდი) მოიგერია სამხრეთელთა (70 ათ. კაცი, 250 ქვემეხი; გენერალი რ. ლი) ძლიერი შეტევა და მოწინააღმდეგე აიძულა უკან დაეხია. ჩრდილოელთა ამ წარმატებამ გარდატეხა შეიტანა ომში მათ სასარგებლოდ.

მხარეთა ზარალი გეტიზბერგის ბრძოლაში დაახლოებით თანაბარი იყო: 23 ათ. მეტი თითო მხრიდან.



წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები