გზების დაზვერვა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გზების დაზვერვა''' - იმ მონაცემების მოპოვება, რომლებიც საჭირ...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 12: | ხაზი 12: | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017. | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017. | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამხედრო საქმე]] | ||
16:36, 3 ნოემბერი 2017-ის ვერსია
გზების დაზვერვა - იმ მონაცემების მოპოვება, რომლებიც საჭიროა სამხედრო-საავტომობილო გზების მომზადებისა და ექსპლოატაციისთვის, ტექნიკური დაფარვის და აღდგენის ამოცანების შესრულებისთვის; საგზაო უზრუნველყოფის შემადგენელი ნაწილი.
გზების დაზვერვის დროს განისაზღვრება საავტომობილო გზების მდგომარეობა და საგზაო-ხიდური სამუშაოების მოცულობა, ადგილობრივი საგზაო-სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების არსებობა, მათი გამოყენების შესაძლებლობა.
გზების დაზვერვა გულისხმობს რეკოგნოსცირებას და დეტალურ დაზვერვას. განხორციელების ხერხის მიხედვით გზების დაზვერვა შეიძლება იყოს სახმელეთო, საჰაერო და კომბინირებული.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.