ყარა ქიიიუ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ყარა ქიიიუ“ გადაიტანა გვერდზე „ყარა ქიჲიუ“)
(მომხმარებელმა Echelidze გვერდი „ყარა ქიჲიუ“ გადაიტანა გვერდზე „ყარა ქიიიუ“ გადამისამართებაზე)

11:22, 7 ნოემბერი 2017-ის ვერსია

ყარა ქიჲიუ (ბალყ.-ყარაჩ. Къара кийиу – „შავის ჩაცმა“) – მიცვალებულის გლოვის ფორმა, რომლის დროსაც 52 დღის განმავლობაში (52-ე დღეს ეწყობოდა მიცვალებულის მოხსენიებასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებები, თუმცა მას „ორმოცს“ – къыркъынчы – უწოდებდნენ) ყარაჩი და ბალყარი ჭირისუფლები, იცვამდნენ რა შავ სამოსს, არც წვერს იპარსავდნენ და არც საზეიმო ღონისძიებებშიც (მაგ., ქორწილებში) მონაწილეობდნენ. ზოგიერთი ოჯახი მიცვალებულს მთელი წლის მანძილზე გლოვობდა, მიუხედავად იმისა, რომ შარიათი ამას არ იწონებდა.


ლიტერატურა

Хатуев Р. Т. Похоронно-поминальная обрядность // Карачаевцы. Балкарцы. М., 2014.


წყარო

ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები