პალმეს კომისია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „პალმეს კომისია“ გადაიტანა გვერდზე „[[დამოუკიდებელი კომისია გან...)

15:37, 29 ნოემბერი 2017-ის ვერსია

პალმეს კომისია - დამოუკიდებელი კომისია განიარაღებისა და უშიშროების საკითხებში საერთაშორისო არასამთავრობო ჯგუფი, რომელიც შეიქმნა 1980 წლის სექტემბერში შვედეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის უ. პალმეს ინიციატივით.

კომისიამ მოამზადა მოხსენება „უშიშროება ყველასთვის, განიარაღების პროგრამა“, რომელშიც მითითებული იყო ომის მზარდ საშიშროებაზე და კონკრეტულ ღონისძიებებზე შეიარაღების შეზღუდვისა და განიარაღების შესახებ. კომისიის დასკვნები და რეკომენდაციები განსახილველად გაეროს კომისიას გადაეცა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები