გამაგრებული ბანაკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''გამაგრებული ბანაკი''' – ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელი...) |
|||
| ხაზი 9: | ხაზი 9: | ||
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო-საბრძოლო | + | [[კატეგორია:სამხედრო-საბრძოლო ტერიტორიები]] |
16:24, 29 ნოემბერი 2017-ის ვერსია
გამაგრებული ბანაკი – ადგილმდებარეობის მონაკვეთი, რომელიც მოწყობილია ჯარების თავმოყრისათვის (განლაგებისათვის), მომზადებულია მოწინააღმდეგის თავდასხმის მოსაგერიებლად და წარმოადგენს საწყის პუნქტს სხვადასხვა ამოცანის შესასრულებლად; საველე სიმაგრეების ერთ-ერთი პირველი სახეობა. ჰქონდათ ჯერ კიდევ ძველ საბერძნეთსა და რომში, ხოლო მოგვიანებით – სხვა სახელმწიფოებსა და ხალხებსაც. XV-XVII საუკუნეებში ფართოდ გამოიყენებოდა მოძრავი გამაგრებული ბანაკები (ვაგენბურგები). XVII-XIX საუკუნეებში არსებობდნენ როგორც საბრძოლო პოზიციები მთავარ მიმართულებებზე. XX საუკუნის დამდეგიდან აღარ გამოიყენებოდა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.