დემილიტარიზებული ზონა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''დემილიტარიზებული ზონა''' - საერთაშორისო შეთანხმებით დადგენ...) |
16:36, 4 დეკემბერი 2017-ის ვერსია
დემილიტარიზებული ზონა - საერთაშორისო შეთანხმებით დადგენილი ტერიტორია, რომელზეც აკრძალულია ჯარების ყოლა, სამხედრო-ტექნიკური ნაგებობების აშენება, სამხედრო-სამრეწველო საწარმოების შექმნა.
უმთავრესად გავრცელებულია საზღვრისპირა დემილიტარიზებული ზონები, რომლებიც იქმნება პოტენციურად მტრული მხარეების დაშორიშორებისთვის და მათ შორის სამხედრო კონფლიქტების ასაცილებლად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017