დიპლომატიური ბრძოლა ომში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''დიპლომატიური ბრძოლა ომში''' - მეომარი მხარეების მიერ დიპლომ...)

13:03, 5 დეკემბერი 2017-ის ვერსია

დიპლომატიური ბრძოლა ომში - მეომარი მხარეების მიერ დიპლომატიური საშუალებების გამოყენება საომარი ინტერესებისთვის ყველაზე ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარების შესაქმნელად. დიპლომატიური ბრძოლა ომში არის დაპირისპირების სპეციფიკური ფორმა და ამავე დროს მისი ერთ-ერთი საშუალება, რომელიც ექვემდებარება შეიარაღებული ბრძოლის მოთხოვნილებებს.

დიპლომატიური ბრძოლის სფეროებს შეადგენენ სახელმწიფოებს შორის პოლიტიკური, ეკონომიკური, სამართლებრივი და საკუთრივ სამხედრო ურთიერთობები. დიპლომატიურ ბრძოლაში გამოიყენება სხვადასხვა საშუალება, ფორმა და მეთოდი, მათ შორის - სახელმწიფოთაშორისი განსხვავებული დონის და სახეობის კონტაქტები, რომლებიც ატარებენ ორმხრივ და მრავალმხრივ ხასიათს (ხორციელდება უშუალოდ ან მესამე პირების მეშვეობით); დიპლომატიური მიმოწერა; ვიზიტები და მოლაპარაკებები, თათბირები და შეხვედრები; კონფერენციები და კონგრესები; მზადება ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების დასადებად და სხვა დოკუმენტების ხელმოსაწერად; მონაწილეობა საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მათი ორგანოების მუშაობაში და სხვა.

დიპლომატიურ ბრძოლაში გამოიყენება როგორც მისი წარმოების ღია ფორმები, რომლებიც გარკვეულ საჯაროობას გულისხმობენ, ისე დახურული, ფარული დიპლომატიის მეთოდები.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები