ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა
(ახალი გვერდი: '''ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა''' - სახელმწიფოს ეკონომიკი...) |
11:17, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობა - სახელმწიფოს ეკონომიკის უნარი, ომის ან საომარი კონფლიქტის პერიოდში, შეინარჩუნოს და საჭიროებისას სწრაფად აღიდგინოს პოტენციალი.
ეკონომიკის სიცოცხლისუნარიანობას უზრუნველყოფს წინასწარ შემუშავებული ღონისძიებების სისტემის განხორციელება, მათ შორის, ეკონომიკის საიმედო მართვა, ეკონომიკური რეგიონების კომპლექსური განვითარების უზრუნველყოფა, წარმოების დაშორიშორებული განლაგება სახელმწიფოს (სახელმწიფოთა კოალიციის) ტერიტორიაზე, უმნიშვნელოვანესი სახეობების პროდუქციის, განსაკუთრებით სამხედრო წარმოების დუბლირება, მატერიალური რეზერვების დაგროვება და რაციონალური განლაგება, მუშა-მოსამსხურეთა დაცვა დაზიანების საშუალებებისგან, შეუფერხებელი მომარაგება ყველა სახეობის რესურსით, კომუნიკაციების საშუალებების მდგრადობის უზრუნველყოფა და ა.შ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017