ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა''' - დაჩაგრული და დამო...) |
13:45, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა - დაჩაგრული და დამოკიდებული ხალხების და ქვეყნების ბრძოლა ეროვნული თვითგამორკვევისთვის, სახელმწიფო სუვერენიტეტის, თავისუფალი და დამოუკიდებელი ეკონომიკურ-კულტურული განვითარებისთვის კოლონიალიზმის და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა მოძრაობა განსაკუთრებით გაძლიერდა XX საუკუნეში, ძირითადად - აზიაში, აფრიკასა და ლათინურ ამერიკაში, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში სამხედრო და კოლონიური ექსპანსიის ობიექტებს წარმოადგენენ. II მსოფლიო ომის შემდეგ 100-ზე მეტი კოლონიური სამფლობელოს ადგილზე მრავალი ახალი სახელმწიფო შეიქმნა.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017