ესტონეთი
(ახალი გვერდი: '''ესტონეთი''' (''Eesti'' - ესტონეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''ესტონეთი''' (''Eesti'' - ესტონეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოდასავლეთ | + | '''ესტონეთი''' - (''Eesti'' - ესტონეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ [[ევროპა|ევროპის]] ჩრდილოდასავლეთ |
ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე. | ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე. | ||
15:53, 11 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ესტონეთი - (Eesti - ესტონეთის რესპუბლიკა), სახელმწიფო აღმოსავლეთ ევროპის ჩრდილოდასავლეთ ნაწილში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე.
ფართობი - 45,2 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 1,34 მლნ. კაცი (2012). მათ შორის 65% ესტონელები 30% - რუსები, 2,5% - უკრაინელები, 1,5% - ბელორუსები, 1% - ფინელები.
ოფიციალური ენა – ესტონური.
დედაქალაქი - ქ. ტალინი.
ადმინისტრაციულად იყოფა 11 მხარედ (უეზდი).
სახელმწიფოს ხელმძღვანელია პრეზიდენტი.
საკანონმდებლო ორგანო – რიიგიკოგუ (ერთპალატიანი პარლამენტი).
აღმასრულებელი ორგანო – მთავრობა.
ესტონეთი ნატოს წევრი ქვეყანაა. თანამედროვე ესტონეთი გამოვიდა საბჭოთა კავშირის შემადგენლობიდან და 1991 წლის 6 სექტემბერს გამოაცხადა დამოუკიდებლობა.
ესტონეთიინდუსტრიალურ-აგრარული ქვეყანაა. აწარმოებს საწვავი ფიქლების მოპოვებას და დამუშავებას. განვითარებულია მანქანათმშენებლობა, ელექტრო-რადიოტექნიკური ხელსაწყოების წარმოება, გემების რემონტი, ქიმიური, ხე-ტყის დამამუშავებელი, ქაღალდის, საკვების წარმოება.
სოფლის მეურნეობის საფუძველია მეცხოველეობა.
მთავარი საზღვაო პორტებია: ტალინი, კუნდა, პიარნუ.
საერთაშორისო აეროპორტი - ტალინი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 5,4 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 4,2 ათ., სამხედრო-საზღვაო 0,8 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 0,24 ათ., რეზერვი 16 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხდება გაწვევით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017