ვესტფალიის ზავი 1648
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვესტფალიის ზავი 1648''' - ორი საზავო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, „...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
[[კატეგორია:საზავო ხელშეკრულებები]] | [[კატეგორია:საზავო ხელშეკრულებები]] | ||
[[კატეგორია:ოცდაათწლიანი ომის ხელშეკრულებები]] | [[კატეგორია:ოცდაათწლიანი ომის ხელშეკრულებები]] | ||
| + | [[კატეგორია:სამშვიდობო ხელშეკრულებები]] | ||
13:40, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ვესტფალიის ზავი 1648 - ორი საზავო ხელშეკრულება, ერთი მხრივ, „საღვთო რომის იმპერიასა“ და მის მოკავშირეებს, მეორე მხრივ კი, შვედეთს, საფრანგეთსა და მათ მოკავშირეებს შორის. ორივე დოკუმენტს ხელი მოეწერა 1648 წლის 24 ოქტომბერს ვესტფალიის ქალაქებში მიუნსტერსა და ოსნაბრიუკში. ვესტფალიის ზავით დასრულდა ოცდაათწლიანი ომი.
შვედეთმა მიიღო სამფლობელოები ჩრდილოეთ გერმანიაში, საფრანგეთმა – ელზასსა და ლოთარინგიაში. აღიარებული იქნა გერმანელი მთავრების სრული დამოუკიდებლობა „საღვთო რომის იმპერიის“ იმპერატორისაგან. ვესტფალიის ზავმა იურიდიულად გაამაგრა გერმანიის დაქუცმაცება.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017