ვეტერინარული ვითარება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ვეტერინარული ვითარება''' - ფაქტორები და პირობები, რომლებიც გ...) |
14:11, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ვეტერინარული ვითარება - ფაქტორები და პირობები, რომლებიც გაერთიანების (შენართის, ნაწილის) მოქმედების ზოლში ვეტერინარულ მდგომარეობას ახასიათებენ; ზურგის ვითარების შემადგენელი ნაწილი.
ვეტერინარული ვითარება მოიცავს: ტერიტორიის ეპიზოოტიურ მდგომარეობას; სასურსათო სამსახურის და სამხედრო ვაჭრობის ობიექტების ვეტერინარულ-სანიტარიულ მდგომარეობას; დაჭრილი და დაავადებული ცხოველების არსებობას; ვეტერინარული უზრუნველყოფისთვის ადგილობრივი რესურსების გამოყენების შესაძლებლობას და თავისებურებებს.
ვეტერინარული ვითარების შესახებ ცნობები მიიღება ვეტერინარული დაზვერვის და სხვა წყაროებისგან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017