ვითარების შეფასება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ვითარების შეფასება''' - იმ ფაქტორების და პირობების შესწავლა ...)

15:11, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია

ვითარების შეფასება - იმ ფაქტორების და პირობების შესწავლა და ანალიზი, რომლებიც გავლენას ახდენენ საბრძოლო მოქმედებების მომზადებასა და წარმოებაზე. ამასთან ერთად განისაზღვრება საბრძოლო ამოცანის შესრულების ხელშემწყობი და ხელისშემშლელი ფაქტორები და პირობები.

ვითარების შეფასება მოიცავს მოწინააღმდეგის და საკუთარი ჯარების (ძალების) საბრძოლო მოქმედებების რაიონის მეტეოროლოგიური და კლიმატური პირობების, დროის ამსახველი მონაცემების შესწავლას და ანალიზს. ჯარების მართვას ახორციელებენ სარდლები (მეთაურები) შტაბების, ჯარების გვარეობების, სპეციალური ჯარების და სამსახურების უფროსების დახმარებით ოპერაციის (ბრძოლის) წარმოებაზე გადაწყვეტილების მიღებისა და საომარი მოქმედების დროს.

წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები