ზამა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ზამა''' - ძველი ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში (ახლანდელი ...) |
16:24, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ზამა - ძველი ქალაქი ჩრდილოეთ აფრიკაში (ახლანდელი ტუნისის ტერიტორია), სადაც ძვ.წ. 202 წლის 19 ოქტომბერს რომის არმიამ (31–38 ათ. კაცი) სციპიონ უფროსის სარდლობით დაამარცხა ჰანიბალის კართაგენელთა არმია (37–38 ათ. კაცი, 80 საბრძოლო სპილო). ამ ბრძოლამ რომის სასარგებლოდ გადაწყვიტა II პუნიკური ომის ბედი.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017