ზიაპი ვო ნგუენ
(→წყარო) |
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ზიაპი ვო ნგუენ“ გადაიტანა გვერდზე „ვო ნგუენ ზიაპი“) |
17:40, 14 დეკემბერი 2017-ის ვერსია
ზიაპი ვო ნგუენ (1911-2013), ვიეტნამელი სამხედრო და პოლიტიკური მოღვაწე, გენერალი. ვიეტნამის სახალხო არმიის ერთ-ერთი ორგანიზატორი. 1945–54 წლების განმათავისუფლებელ ომში ფრანგების წინააღმდეგ (ინდოჩინეთის I ომი) იყო ვიეტნამის არმიის მთავარსარდალი და მოიპოვა გადამწყვეტი გამარჯვება დიენბიენფუსთან (1954).
ზიაპი იყო ჩრდილოეთ ვიეტნამის თავდაცვის მინისტრი და ჯარების მთავარსარდალი ვიეტნამის ომის (ინდოჩინეთის II ომი) ძირითად პერიოდში. იგი უპირატესობას ანიჭებდა ხანგრძლივ პარტიზანულ ომს მოწინააღმდეგის ძალების გამოფიტვამდე, თუმცა ხელსაყრელ პირობებში მსხვილმასშტაბიან შეტევის ოპერაციებსაც აწარმოებდა.
ზიაპს სამართლიანად უწოდეს ჩრდილოეთ ვიეტნამის გამარჯვების არქიტექტორი. გენერალი ზიაპის მდიდარი საბრძოლო გამოცდილება განზოგადებულია მის რამდენიმე ნაშრომში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017