თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღი''' - [[თანამგზავრსაწინააღმდ...) |
14:11, 28 დეკემბერი 2017-ის ვერსია
თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღი - თანამგზავრსაწინააღმდეგო ბრძოლაში კოსმოსური აპარატების დასაზიანებელი იარაღი. მოიცავს დაზიანების კოსმოსურ საშუალებებს (ჩვეულებრივ, საბრძოლო კოსმოსურ სადგურს) და ორბიტაზე მათი გატანის საშუალებებს (სხვადასხვა ბაზირების სარაკეტო-კოსმოსური კომპლექსებს).
უშუალო დაზიანებისთვის ყველაზე მისაღებად ითვლება კინეტიკური და სხივური იარაღი. თანამგზავრსაწინააღმდეგო იარაღის შექმნა აშშ-სა და ყოფილ საბჭოთა კავშირში დაიწყო პრაქტიკულად დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების გაჩენისთანავე.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017