იარაღი ბირთვული აფეთქების ენერგიის გამოყენებით
(ახალი გვერდი: '''იარაღი ბირთვული აფეთქების ენერგიის გამოყენებით''' - [[ბირთვ...) |
17:49, 5 იანვარი 2018-ის ვერსია
იარაღი ბირთვული აფეთქების ენერგიის გამოყენებით - ბირთვული იარაღი, რომელიც ეფუძნება ბირთვული აფეთქების ენერგიის გარდაქმნას გარკვეული მიმართულების ე.წ. მეორეულ დამაზიანებელ ფაქტორებად. შეიცავს მცირე სიმძლავრის ბირთვულ მუხტს და ენერგიის გარდამქმნელს. ამ უკანასკნელის სახით შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბირთვული დამუხტვის რენტგენული ლაზერები, რადიოსიხშირული დიაპაზონის ენერგიის გამომსხივებლები,მაღალენერგეტიკული ნაწილების გენერატორები შესაბამისი აჩქარებით, ბირთვული მუხტის სპეციალური გარსი, რომელიც აფეთქებისას წარმოშობს მიმართული მოქმედების მაღალი სიჩქარის ლითონის ნაწილების ნაკადს [ე.წ. „ბირთვულ შრაპნელს” (მსკდომი საარტილერიო ჭურვი)]. ექსპერიმენტები ამ სახეობების იარაღის შესაქმნელად ტარდება გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017