ჰეგემონიზმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ჰეგემონიზმი''' - (ბერძნული ''hegemonia'' – ხელმძღვანელობა, ბატონობა), ...)
 
(წყარო)
ხაზი 19: ხაზი 19:
 
==წყარო==
 
==წყარო==
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
 
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017
[[კატეგორია:იდეოლოგია]]
+
[[კატეგორია:იდეოლოგიები]]

16:20, 9 იანვარი 2018-ის ვერსია

ჰეგემონიზმი - (ბერძნული hegemonia – ხელმძღვანელობა, ბატონობა), იდეოლოგია და პოლიტიკა, რომელიც მიმართულია სახელმწიფოს ან სახელმწიფოების კავშირების, პოლიტიკური სისტემების, რელიგიების მიერ მთელ მსოფლიოზე, ან მის ცალკეულ რეგიონზე ბატონობის დამყარებისკენ.

ჰეგემონიზმის იდეოლოგია წარმოადგენს ხედვების, კონცეფციების სისტემას, რომელიც გამოიყენება მსოფლიოში ბატონობის დამყარების, ძალმომრეობის გამართლების და იმპერიული მიზნების მიღწევისთვის.

ჰეგემონიზმის პოლიტიკა დაფუძნებულია ძალაზე და არის ეკონომიკური ექსპანსიის, სხვა სახელმწიფოების და ხალხების შინაურ საქმეებში სამხედრო და სხვა სახის ჩარევის საშუალება.

II მსოფლიო ომის შემდეგ ჰეგემონიზმის ყველაზე გავრცელებულ ფორმებს წარმოადგენდნენ: ნეოკოლონიალიზმი, რასიზმი, სხვადასხვა სახის სამხედრო ჩარევები, აგრესია, სახელმწიფო ტერორიზმი, ოკუპაცია, მსოფლიოს დანაწილება გავლენის სფეროებად, სამხედრო ბლოკები და ა.შ.

XX საუკუნის დასასრულიდან ცალკეული სახელმწიფოების პოლიტიკაში ჰეგემონიზმის არსებობა მნიშვნელოვანი წინაღმდეგობაა ცივილიზებული საერთაშორისო ურთიერთობების ჩამოყალიბების გზაზე, ქმნის საერთაშორისო კრიზისებისა და კონფლიქტების ალბათობას, საფრთხეს უქმნის მშვიდობას და ხალხების უსაფრთხოებას.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1979 წელს მიიღო რეზოლუცია „საერთაშორისო ურთიერთობებში ჰეგემონიზმის მიუღებლობის შესახებ“.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები