ბიგარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ბიგარ-ი''' ''(ოს. Быгар)'' – ოსური ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონ...) |
15:32, 10 იანვარი 2018-ის ვერსია
ბიგარ-ი (ოს. Быгар) – ოსური ნართული ეპოსის ეპიზოდური პერსონაჟი, ვასთირჯის დისშვილი, რომელიც დემონმა ხარაგ-ხუაგმა მამასთან ერთად უსულო საგნად აქცია. მამა-შვილს ადამიანობა ნართმა ურუზმაგმა დაუბრუნა; ცხოვრობს სახლში, რომლის კედლები სადაფისაა, ჭერი – წითელი მინის.
ლიტერატურა
Осетинские нартские сказания. Дзауджикау, 1948.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017