ბირან ყილი
(ახალი გვერდი: '''ბირან ყილ-ი''' ''(ოს. Бырæн хъил)'' – მიცვალებულის კულტთან დაკავშირ...) |
16:44, 10 იანვარი 2018-ის ვერსია
ბირან ყილ-ი (ოს. Бырæн хъил) – მიცვალებულის კულტთან დაკავშირებულ ერთგვარ შეჯიბრში გამოყენებული 7-8 მეტრის სიგრძის გლუვი ძელი, რომელსაც მთელ ტანზე ცხვრის ქონი სქლად ჰქონდა წასმული. მიცვალებულის წლისთავზე მიწაში ღრმად ჩასმული ასეთი ძელის ზედა ბოლოზე გარდაცვლილის სამოსს ან რაიმე ნივთს (ზოგჯერ ფულს – მონეტას) ჩამოჰკიდებდნენ. აღნიშნულ „პრიზებს“ ეუფლებოდნენ შეჯიბრის ის მონაწილეები (15 წლამდე ასაკის მოზარდები), რომლებიც შეძლებდნენ ძელზე ასვლას. პირს, რომელმაც ერთხელ უკვე ჩამოხსნა „პრიზი“, მეორე ცდა ეკრძალებოდა, რადგან თვლიდნენ, რაც უფრო მეტი იქნებოდა შეჯიბრის მონაწილე, მით უფრო კმაყოფილი დარჩებოდა მიცვალებულის სული.
ბირან ყილთან დაკავშირებული საწესო შეჯიბრება მთელ კავკასიაში მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ოსებისათვის არის ცნობილი.
ლიტერატურა
- Гатиев Б. Суеверия и предрассудки у осетин // ССКГ. IX. ТФ., 1876;
- Гагиев С. Г. Осетинские национальные игры. Орджоникидзе, 1958;
- Чочиев А. Р. Очерки истории социальной культуры осетин. Цхинвали, 1985;
- Чибиров Л. А. Традиционная духовная культура осетин. Владикавказ, 2008.
წყარო
ნუგზარ ანთელავა. კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები. - გამომცემლობა „უნივერსალი“, - თბილისი2017