ზიმბაბვე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ხაზი 1: ხაზი 1:
[ფაილი:Zambiis drosha.png|thumb|250პქ|დროშა]]
+
[[ფაილი:Zimbabve drosha.png|thumb|250პქ|დროშა]]
  
 
'''ზიმბაბვე''' - (Zimbabwe – ზიმბაბვეს რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ [[აფრიკა|აფრიკაში]], ზღვაზე გასასვლელის გარეშე.  
 
'''ზიმბაბვე''' - (Zimbabwe – ზიმბაბვეს რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ [[აფრიკა|აფრიკაში]], ზღვაზე გასასვლელის გარეშე.  

14:25, 12 იანვარი 2018-ის ვერსია

დროშა

ზიმბაბვე - (Zimbabwe – ზიმბაბვეს რესპუბლიკა), სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში, ზღვაზე გასასვლელის გარეშე.

ფართობი - 390,8 ათ. კმ2.

მოსახლეობა - 12,6 მლნ. კაცი (2012).

ოფიციალური ენა – ინგლისური.

დედაქალაქი - ქ. ჰარარე.

ადმინისტრაციულად იყოფა 8 პროვინციად. ზიმბაბვე შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში.

სახელმწიფოს და მთავრობის ხელმძღვანელი – პრეზიდენტი.

საკანონმდებლო უფლებამოსილება აქვს ეროვნულ ასამბლეას (ერთპალატიანი პარლამენტი).

დამოუკიდებლობა გამოცხადდა 1980 წლის 18 აპრილს.

ზიმბაბვე აფრიკის ერთ-ერთი ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა. ეკონომიკისსაფუძველს წარმოადგენს სამთომოპოვებითი (ოქრო, ვერცხლი, ფერადი ლითონების მადანი) და გადამამუშავებელი მრეწველობა. სოფლის მეურნეობა სრულად აკმაყოფილებს მოსახლეობის მოთხოვნილებას პროდუქტებზე.

საერთაშორისო აეროპორტია ჰარარე.

შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 29 ათ. კაცი (2012), სახმელეთო ჯარები 25 ათ. და სამხედრო-საჰაერო ძალები 4 ათ. შეიარაღებული ძალების დაკომპლექტება ხორციელდება დაქირავებით.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები