საერთაშორისო დაძაბულობის კერა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საერთაშორისო დაძაბულობის კერა''' – რეგიონი ან ტერიტორია, სა...) |
12:10, 15 იანვარი 2018-ის ვერსია
საერთაშორისო დაძაბულობის კერა – რეგიონი ან ტერიტორია, სადაც აღინიშნება მწვავე კონფრონტაცია სახელმწიფოებს, ან ძალებს შორის, რაც ართულებს სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებას რეგიონში, ან მთლიანად მსოფლიოში. საერთაშორისო დაძაბულობის კერაში დაპირისპირებული მხარეები მზად არიან გამოიყენონ ან უკვე იყენებენ სამხედრო ძალას. ესკალაციის შემთხვევაში შეიძლება გახდეს მასშტაბური შეიარაღებული კონფლიქტის წარმოშობის ან ომის დაწყების წყარო.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017