საზღვაო ომის სამართლის ლონდონის დეკლარაცია 1909
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''საზღვაო ომის სამართლის ლონდონის დეკლარაცია 1909 (26 თებერვალი)...) |
16:39, 16 იანვარი 2018-ის ვერსია
საზღვაო ომის სამართლის ლონდონის დეკლარაცია 1909 (26 თებერვალი) – საზღვაო ომის წესების და ჩვეულებების პირველი სისტემატიზებული კრებული. ხელი მოაწერეს გერმანიამ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ავსტრია-უნგრეთმა, ესპანეთმა, საფრანგეთმა, დიდმა ბრიტანეთმა, იტალიამ, იაპონიამ, რუსეთმა და ნიდერლანდებმა, მაგრამ არ მოახდინეს მისი რატიფიკაცია. ამავე დროს, დეკლარაცია დღესაც ინარჩუნებს მნიშვნელობას როგორც დოკუმენტი, რომელშიც ჩამოყალიბებულია მთელი რიგი საყოველთაოდ აღიარებული საერთაშორისო სამართლებრივი ნორმები.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017