საზენიტო-სარაკეტო ჯარები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
ხაზი 8: ხაზი 8:
 
   
 
   
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
 
[[კატეგორია:შეიარაღებული ძალები]]
[[კატეგორია:საზენიტო-სარაკეტო ძალები]]
+
[[კატეგორია:სამხედრო-საჰაერო ძალები]]

11:22, 18 იანვარი 2018-ის ვერსია

საზენიტო-სარაკეტო ჯარები – საჰაერო თავდაცვის ჯარების გვარეობა, რომელიც განკუთვნილია ჯარების დაჯგუფებების მნიშვნელოვანი ადმინისტრაციული ცენტრების, სამრეწველო-ეკონომიკური და სხვა ობიექტების საჰაერო თავდაცვისათვის. შეიარაღებულ ძალებში საზენიტო-სარაკეტო ჯარები მეტწილად სამხედრო-საჰაერო ძალების შემადგენლობაშია. საზენიტო-სარაკეტო ნაწილები და ქვედანაყოფები არის აგრეთვე შეიარაღებული ძალების სხვა სახეობებში. საზენიტო-სარაკეტო ჯარების შეიარაღებაზე არის სხვადასხვა სიშორის სტაციონარული, ნახევრად სტაციონარული და მოძრავი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები (სისტემები). ისინი ამოცანებს ასრულებენ საზენიტო არტილერიასთან, გამანადგურებელ ავიაციასთან, რადიოტექნიკურ ჯარებთან, რადიოელექტრონული ბრძოლის ნაწილებთან ურთიერთქმედებით და დამოუკიდებლად.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები