გესტაპო
(ახალი გვერდი: '''გესტაპო''' - (გერმანული gestapo, შემოკლებული geheime Staatpolizei-დან), ფაშისტურ...) |
|||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| − | '''გესტაპო''' - (გერმანული gestapo, შემოკლებული geheime Staatpolizei-დან), ფაშისტური [[გერმანია|გერმანიის]] საიდუმლო პოლიცია, მასობრივი პოლიტიკური ტერორის იარაღი. | + | '''გესტაპო''' - (გერმანული gestapo, შემოკლებული geheime Staatpolizei-დან), ფაშისტური [[გერმანია|გერმანიის]] საიდუმლო პოლიცია, მასობრივი პოლიტიკური ტერორის [[იარაღი (იურიდიული)|იარაღი]]. |
თავდაპირველად შეიქმნა პრუსიაში 1933 წლის მარტში, შემდგომ - გერმანიის სხვა მხარეებში. 1935 წლის გაზაფხულზე გესტაპოს თანამშრომლები ოფიციალურად შეიყვანეს სს-ის რიგებში. გესტაპო ახორციელებდა | თავდაპირველად შეიქმნა პრუსიაში 1933 წლის მარტში, შემდგომ - გერმანიის სხვა მხარეებში. 1935 წლის გაზაფხულზე გესტაპოს თანამშრომლები ოფიციალურად შეიყვანეს სს-ის რიგებში. გესტაპო ახორციელებდა | ||
16:45, 22 იანვარი 2018-ის ვერსია
გესტაპო - (გერმანული gestapo, შემოკლებული geheime Staatpolizei-დან), ფაშისტური გერმანიის საიდუმლო პოლიცია, მასობრივი პოლიტიკური ტერორის იარაღი.
თავდაპირველად შეიქმნა პრუსიაში 1933 წლის მარტში, შემდგომ - გერმანიის სხვა მხარეებში. 1935 წლის გაზაფხულზე გესტაპოს თანამშრომლები ოფიციალურად შეიყვანეს სს-ის რიგებში. გესტაპო ახორციელებდა ფაშიზმის პოლიტიკური მოწინააღმდეგეების და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილეების ძიებასა და ლიკვიდაციას. იგი ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურ როლს თამაშობდა აგრესიის აქტების პროვოცირებაში, ადამიანების მასობრივ განადგურებაში და ხელს უწყობდა კოლაბორაციონისტულ აქტიურობას. ნიურნბერგში საერთაშორისო სამხედრო ტრიბუნალმა აღიარა დამნაშავე ორგანიზაციად.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი, 2017.