ბადალი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(წყარო)
(წყარო)
ხაზი 12: ხაზი 12:
  
 
[[კატეგორია:იურიდიული ტერმინები]]
 
[[კატეგორია:იურიდიული ტერმინები]]
[[კატეგორია:სამხედრო მოსამსახურე]]
+
[[კატეგორია:ტერმინოლოგია]]

15:37, 23 იანვარი 2018-ის ვერსია

ბადალი - ფეოდალურ საქართველოში სხვის ნაცვლად სამხედრო ბეგარის მომხდელი. ბადლობის ინსტიტუტი ქართული სამართლის ძეგლებში XIV საუკუნიდან ჩანს. გამოკვეთილად იგი ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში ქართლ-კახეთის სამეფოში მორიგე ჯარის შემოღებასთან დაკავშირებით. ჯარში თავის ნაცვლად ბადალის წარდგენა შეეძლო სოფლის მღვდელს, ვაჭარს, გუთნისდედას, მეწისქვილეს და ზოგი სხვა ხელობის კაცს.

ბადალს ან ქირაობდნენ, ანდა ხაზინაში სათანადო ფულადი თანხა – „მორიგის საბადლო“ შეჰქონდათ, რომელიც მოლაშქრის თუ ყარაულის დაქირავებას ხმარდებოდა. ბადლობის ინსტიტუტი სხვა ქვეყნებშიც არსებობდა. მაგალითად, საფრანგეთი, გერმანია, რუსეთი და სხვა.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები