ბატალიონის თავდაცვის რაიონი
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „თავდაცვის რაიონი“ გადაიტანა გვერდზე „[[ბატალიონის თავდაცვის რა...) |
(→წყარო) |
||
| ხაზი 16: | ხაზი 16: | ||
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017. | ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017. | ||
| − | [[კატეგორია:სამხედრო | + | [[კატეგორია:სამხედრო-საბრძოლო ტერიტორიები]] |
[[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | [[კატეგორია:სამხედრო ტერმინები]] | ||
16:24, 23 იანვარი 2018-ის ვერსია
ბატალიონის თავდაცვის რაიონი - ბრიგადის (პოლკის) თავდაცვის ტერიტორიის ის ნაწილი, რომელიც ბატალიონს უკავია თავისი გაძლიერების საშუალებებით.
ბატალიონის თავდაცვის რაიონი მოიცავს ასეულის საყრდენ პუნქტებს, რომლებიც მომზადებულია წრიული თავდაცვისათვის. ისინი ერთმანეთთან არიან დაკავშირებული ცეცხლისა და ღობურების სისტემით. გარდა ამისა, ბატალიონის თავდაცვის რაიონში ეწყობა არტილერიის, ნაღმსატყორცნების, ტანკების, მართული ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების, საზენიტო საშუალებების საცეცხლე პოზიციები და სამეთაურო-სათვალთვალო პუნქტები. ტანკსაწინააღმდეგო საშუალებებსა და ტანკებს ისე განალაგებენ, რომ მათ შეეძლოთ ერთმანეთთან ურთიერთმოქმედება და მოწინააღმდეგის ტანკებისათვის ცეცხლის დაშენა სროლისთვის ყველაზე ხელსაყრელი სიშორიდან.
ბატალიონის თავდაცვის რაიონში შეიძლება მომზადდეს აგრეთვე არტილერიისა და საჰაერო თავდაცვის საშუალებების საცეცხლე პოზიციები, ზემდგომი უფროსის საშუალებების საცეცხლე და გაშლის ზღუდეები; სათადარიგო და ცრუ საყრდენი პუნქტები და პოზიციები.
ბატალიონის თავდაცვის რაიონის სიგანე 5 კმ-მდეა, სიღრმე 3 კმ-მდე. წყლისმიერი დაბრკოლების თავდაცვისას, მთაში და სხვა განსაკუთრებულ პირობებში, აგრეთვე უზრუნველყოფის ზოლში და მეწინავე პოზიციაზე ბატალიონის თავდაცვის რაიონის სიგანე შეიძლება მეტი იყოს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი, 2017.