სამარშო ქვედანაყოფი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამარშო ქვედანაყოფი''' – ომის დროს დროებითი სამხედრო ფორმ...) |
12:55, 30 იანვარი 2018-ის ვერსია
სამარშო ქვედანაყოფი – ომის დროს დროებითი სამხედრო ფორმირება (ბატალიონი, ასეული, გუნდი), რომელიც იგზავნება მოქმედი არმიის ნაწილების დასაკომპლექტებლად. ყალიბდება პირადი შემადგენლობისაგან, რომელსაც გავლილი აქვს მომზადება სასწავლო და სარეზერვო ნაწილებში, სასწავლო ცენტრებსა და პოლიგონებზე. პირადი შემადგენლობის გაგზავნის წინ სამარშო ქვედანაყოფი იღებს ეკიპირების სრულ კომპლექტს და საგზლად კვების პროდუქტებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017