სამკლავე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
| ხაზი 11: | ხაზი 11: | ||
[[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | [[კატეგორია:ეთნოგრაფია]] | ||
| − | + | [[კატეგორია:სამხედრო სამოსი]] | |
[[კატეგორია:ქართული სამოსი]] | [[კატეგორია:ქართული სამოსი]] | ||
მიმდინარე ცვლილება 14:33, 31 იანვარი 2018 მდგომარეობით
სამკლავე - მკლავზე წამოსაცმელი, სახელოს მოყვანილობისა, იდაყვიდან თითებამდე სიგრძის. მოქსოვილი ან ნაჭრისგან შეკერილი. იყენებდნენ ზამთარში მკლავების გასათბობად. სამკლავე სვანეთსა და ხევსურეთში საპირესა და სარჩულს შორის ბამბაფენილი და საპირეზე დალიანდაგებულიც უნდა ყოფილიყო. ხევსურული სამკლავე შეხსნილია და ღილებით შესაკრავი. ამასთან, იგი შემკობის მხრივაც გამორჩეულია. კერძოდ, შალისა თუ აბრეშუმის ძაფებით შესრულებულ ნაქარგში ჭარბად იყო გამოყენებული საქართველოს მთის ზოლისათვის ტიპური გეომეტრიული ჭრელი, აგრეთვე გაფორმების აპლიკაციის წესიც - ფერადი ქსოვილის პატარა ნაჭრებით მორთვას ითვალისწინებდა.
სამკლავე სამხედრო შეიარაღებიდან მკლავის დასაცავი ლითონის ფირფიტა, მკლავის საფარი, ხელნავი. მას იყენებდნენ აგრეთვე ფარიკაობის დროს.
- ც.ბ.
