ანწუხელიძე გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე''' - (1984-2008), საქართველოს ეროვნული გ...) |
14:42, 31 იანვარი 2018-ის ვერსია
ანწუხელიძე გიორგი ზაურის ძე - (1984-2008), საქართველოს ეროვნული გმირი (წოდება მიენიჭა გადაცვალების შემდეგ 2013), საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, IV ქვეითი ბრიგადის, 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ტყვედ ჩავარდნილი წამების შედეგად მოკლეს ოსმა სეპარატისტებმა. დაჯილდოებულია ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით (2009) და მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“ (2011).
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017