სამშვიდობო ღონისძიებებში ურთიერთქმედების ორგანიზების საგანგებო ჯგუფი
(ახალი გვერდი: '''სამშვიდობო ღონისძიებებში ურთიერთქმედების ორგანიზების ს...) |
მიმდინარე ცვლილება 13:08, 2 თებერვალი 2018 მდგომარეობით
სამშვიდობო ღონისძიებებში ურთიერთქმედების ორგანიზების საგანგებო ჯგუფი – სამშვიდობო მოქმედებებთან დაკავშირებული პოლიტიკური და კონცეპტუალური საკითხების სფეროში პარტნიორების ძირითადი საკონსულტაციო, და ამ სფეროში თანამშრომლობის პრაქტიკული მიდგომების დამუშავების, გამოცდილების გაზიარების სტრუქტურა.
საგანგებო ჯგუფის თათბირებზე ან სხვა ღონისძიებებში მონაწილე ქვეყნებს შეუძლიათ ერთმანეთს გაუზიარონ გამოცდილება. ეს გამოიხატება ურთიერთქმედების მიღწევის, საერთო პრაქტიკული მიდგომების და სამშვიდობო პროცესების მხარდაჭერის საკითხებში. ჯგუფი ასევე აფართოებს კონტაქტებს გაეროსა და ეუთოსთან სამშვიდობო ღონისძიებების კონცეპტუალური და პრაქტიკული საკითხების, ადრეული შეტყობინების ასპექტების, კონფლიქტების აღკვეთის სფეროში.
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017