სამხედრო ვალდებულება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამხედრო ვალდებულება''' - მოქალაქეების მიერ სამშობლოს დაცვ...) |
მიმდინარე ცვლილება 14:30, 5 თებერვალი 2018 მდგომარეობით
სამხედრო ვალდებულება - მოქალაქეების მიერ სამშობლოს დაცვის კონსტიტუციური ვალის და მოვალეობების რეალიზაციის კანონით დადგენილი წესი. სამხედრო ვალდებულება ითვალისწინებს:
- სამხედრო აღრიცხვას;
- სამხედრო სამსახურისთვის სავალდებულო მომზადებას;
- გაწვევას;
- სამხედრო სამსახურის გავლას;
- რეზერვში ყოფნას;
- რეზერვში ყოფნის პერიოდში გაწვევას;
- და სამხედრო შეკრებების გავლას.
იგი ასევე ითვალისწინებს გაწვევას, სამხედრო სამსახურის გავლას და სამხედრო სწავლებას მობილიზაციის, ომის მდგომარეობის და ომიანობის პერიოდში.
[რედაქტირება] წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017