სამხედრო თანამშრომლობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამხედრო თანამშრომლობა''' 1. ორი ან მეტი სახელმწიფოს და მათი [...)

14:42, 5 თებერვალი 2018-ის ვერსია

სამხედრო თანამშრომლობა 1. ორი ან მეტი სახელმწიფოს და მათი შეიარაღებული ძალების მონაწილეობა ერთობლივ სამხედრო საქმიანობაში, რომელიც მიმართულია საერთო სამხედრო-პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. სამხედრო თანამშრომლობა ხორციელდება როგორც მშვიდობიანობის, ისე ომიანობის დროს. სამხედრო თანამშრომლობის ყველაზე გავრცელებული სახეობებია:

  • სამხედრო მშენებლობაზე საერთო შეხედულებების შემუშავება და სამხედრო პოლიტიკის განხორციელება;
  • სამხედრო-პოლიტიკური საქმიანობის კოორდინაცია, ერთობლივი საომარი (საბრძოლო) მოქმედებები;
  • სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა;
  • საბრძოლო მომზადების გამოცდილების გაზიარება;
  • ურთიერთდახმარება სამხედრო კადრების მომზადებაში და სხვა.

სამხედრო თანამშრომლობა ხორციელდება ისეთი მრავალფეროვანი ფორმებით, როგორიცაა:

  • სამხედრო-პოლიტიკური კავშირების შექმნა და ფუნქციონირება;
  • სახელმწიფოების სამხედრო დოქტრინების შეთანხმება;
  • სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების ორმხრივი მიწოდება;
  • სამხედრო ინფორმაციის გაცვლა;
  • ერთობლივი ოპერატიულ-სტრატეგიული, ოპერატიულ-ტაქტიკური, ტაქტიკური და სამეთაურო-საშტაბო წვრთნები და ა.შ.

სამხედრო თანამშრომლობა ხორციელდება ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებების ფარგლებში.


2. დიალოგის და ღონისძიებების პროგრამის სამხედრო ასპექტები, რომლებიც ხორციელდება ჩრდილოატლანტიკური კავშირის (ან მისი ცალკეული წევრი სახელმწიფოს) და ქვეყნების მიერ, რომლებიც არ შედიან ნატოში. ჩრდილოატლანტიკური კავშირის სამხედრო-პოლიტიკურ სტრატეგიაში ამ პროგრამას უჭირავს ცენტრალური ადგილი. იგი ძირითად მიზნად ისახავს ნატოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის ზონაში სტაბილურობის გამყარებას.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები