სამხედრო კოლექტივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''სამხედრო კოლექტივი''' - ორგანიზებული, შედარებით კომპაქტური ...)

15:10, 6 თებერვალი 2018-ის ვერსია

სამხედრო კოლექტივი - ორგანიზებული, შედარებით კომპაქტური სოციალური ჯგუფი, რომელიც ყალიბდება სამხედრო სამსახურის ამოცანების შესასრულებლად მიზნების, ხელმძღვანელობის ერთიანობისა და ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე. დანიშნულებით და რიცხოვნობით განსხვავებული სამხედრო ფორმირებების პირადი შემადგენლობა. ახასიათებს: სტატუსის და პასუხისმგებლობის გაცნობიერების მაღალი დონე, უშუალო კავშირი სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესების დაცვასთან; საქმიანობის მრავალპროფილური ხასიათი; კოლექტივის წევრების მიერ სოლიდარობის, ერთიანობის განსაკუთრებული განცდა, მკაფიოდ გამოხატული მართვის ცენტრალიზაცია. სამხედრო კოლექტივი სამხედრო მოსამსახურეებს აზიარებს სახელმწიფოს სამხედრო ორგანიზაციის საქმიანობას, მხედრულ დისციპლინას; ქმნის სოციალურ გარემოს სამხედრო მოსამსახურეების მიერ თავიანთი მოქალაქეობრივი უფლებების და მოვალეობების რეალიზაციისა და სამხედრო სპეციალისტის ჩამოყალიბებისათვის; ზეგავლენას ახდენს მეომრის პიროვნების ჩამოყალიბებაზე.


წყარო

ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები