ჰუსიტური ომები 1419-34
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
Labashidze (განხილვა | წვლილი) |
||
| ხაზი 1: | ხაზი 1: | ||
| + | [[ფაილი:Husituri omi.jpg|thumb|250პქ|იან ჟიჟკა ჰუსიტ მღვდელთნ ერთდ ბრძოლის შემდაგ გადაჰყურებს პრაღას]] | ||
'''ჰუსიტური ომები 1419-34''' - ჩეხეთის [[ბრძოლა]] (რელიგიური, სოციალური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი) [[გერმანია|გერმანიის]] იმპერატორთა უზენაესი ძალაუფლების, გერმანელი ფეოდალებისა | '''ჰუსიტური ომები 1419-34''' - ჩეხეთის [[ბრძოლა]] (რელიგიური, სოციალური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი) [[გერმანია|გერმანიის]] იმპერატორთა უზენაესი ძალაუფლების, გერმანელი ფეოდალებისა | ||
და [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] წინააღმდეგ. სახელწოდება მოდის ჩეხეთის ეროვნული გმირის იან ჰუსის (1371–1415) სახელიდან. | და [[კათოლიკე ეკლესია|კათოლიკური ეკლესიის]] წინააღმდეგ. სახელწოდება მოდის ჩეხეთის ეროვნული გმირის იან ჰუსის (1371–1415) სახელიდან. | ||
12:45, 7 თებერვალი 2018-ის ვერსია
ჰუსიტური ომები 1419-34 - ჩეხეთის ბრძოლა (რელიგიური, სოციალური და ეროვნულ-განმათავისუფლებელი) გერმანიის იმპერატორთა უზენაესი ძალაუფლების, გერმანელი ფეოდალებისა და კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგ. სახელწოდება მოდის ჩეხეთის ეროვნული გმირის იან ჰუსის (1371–1415) სახელიდან.
ჰუსიტური ომების მსვლელობაში ჰუსიტების არმიამ (1424 წლამდე სარდლობდა იან ჟიჟკა) 1420–31 წლებში მოიგერია 5 ჯვაროსული ლაშქრობა და თვითონაც დალაშქრა მეზობელი ქვეყნები.
ჰუსიტურ მოძრაობაში იყო 2 ძირითადი მიმართულება: რადიკალური (ტაბორიტები) და ზომიერი (მებარძიმეები). განხეთქილება მათ შორის სამხედრო დაპირისპირებამდე მივიდა, ტაბორიტები დამარცხდნენ (1434). მათი უკანასკნელი ციხესიმაგრე 1437 წელს დაეცა. ზომიერებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიეს იმპერატორთან და კათოლიკურ ეკლესიასთან.
ჰუსიტური ომების შედეგად ჩეხეთმა ფაქტობრივი დამოუკიდებლობა მოიპოვა, თუმცა შიდა წინააღმდეგობები არ იყო გადალახული. ჰუსიტური ომების პროცესში შემუშავდა დასავლეთ ევროპაში მანამდე უცნობი სამხედრო ორგანიზაცია და ტაქტიკა, გამოჩნდა მსუბუქად შეიარაღებული ქვეითი ჯარის უპირატესობა მძიმე კავალერიასთან შედარებით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017