სამხედრო-პოლიტიკური კავშირი
(ახალი გვერდი: '''სამხედრო-პოლიტიკური კავშირი''' – ორი ან მეტი სახელმწიფოს გა...) |
15:59, 9 თებერვალი 2018-ის ვერსია
სამხედრო-პოლიტიკური კავშირი – ორი ან მეტი სახელმწიფოს გაერთიანება სამხედრო საშუალებებით პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. შეიძლება ჰქონდეს დამპყრობლური, დამსჯელი, აგრესიული ან/და თავდაცვითი, გამათავისუფლებელი, სამშვიდობო ხასიათი. სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის კონკრეტული მიზნები შეიძლება იყოს კოლექტიური დაცვა, მშვიდობისმყოფლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, მასობრივი ანტისამთავრობო მოძრაობების ჩახშობა, რეგიონული ან გლობალური ლიდერობა და სხვა. სამხედრო-პოლიტიკური კავშირის შექმნის ინიციატორად და წარმმართველ ძალად გამოდიან ძლიერი სახელმწიფოები, რომლებიც წამყვან როლს ასრულებენ რეგიონში ან გლობალურ სამხედრო-პოლიტიკურ პროცესებში. სხვა სახელმწიფოების მონაწილეობას განაპირობებს იდეოლოგიური სოლიდარობა, ეთნიკური ან კონფესიონალური (სარწმუნეობრივი) სიახლოვე, გეოპოლიტიკური ინტერესების ერთიანობა, ეკონომიკური დამოკიდებულება და სხვა. მიზნების, საერთაშორისო სამართლის დემოკრატიული ნორმებისადმი შესაბამისობის მიხედვით სამხედრო-პოლიტიკური კავშირები შეიძლება იყოს ღია, ნახევრად ღია და ფარული.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017