სამხედრო წარმოების კონვერსია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''სამხედრო წარმოების კონვერსია''' ''(ლათინური convesio – შეცვლა, გარ...) |
21:56, 11 თებერვალი 2018-ის ვერსია
სამხედრო წარმოების კონვერსია (ლათინური convesio – შეცვლა, გარდაქმნა) − მრეწველობის თავდაცვითი დარგების საწარმოო სიმძლავრეების, სამეცნიერო-ტექნიკური პოტენციალის და შრომითი რესურსების ნაწილობრივი ან სრული ორიენტაციის შეცვლა და გამოთავისუფლება სამხედრო საჭიროებებისგან სამოქალაქოზე გადასასვლელად. მისი გამოხატულებაა მატერიალურ-ნივთიერი, საფინანსო, ადამიანების და სხვა რესურსების გამოყენების მასშტაბების მნიშვნელოვანი შემცირება სამხედრო დანიშნულების პროდუქციის შექმნისა და წარმოების პროცესში. ხორციელდება ომების დამთავრების შემდეგ პრაქტიკულად ყველა მეომარ ქვეყანაში.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი 2017