ძალების და საშუალებების სიმჭიდროვე
(ახალი გვერდი: '''ძალების და საშუალებების სიმჭიდროვე''' – ჯარებით და [[სამხე...) |
14:47, 14 თებერვალი 2018-ის ვერსია
ძალების და საშუალებების სიმჭიდროვე – ჯარებით და სამხედრო ტექნიკით საბრძოლო მოქმედებების რაიონის (მიმართულების, მონაკვეთის) გაჯერების ხარისხი, რომელსაც ანგარიშობენ 1 კმ ფრონტზე ძალების და საშუალებების საშუალო რაოდენობით. წარმოადგენს ძალების და საშუალებების მასირების დონის მაჩვენებელს, აგრეთვე საანგარიშო მაჩვენებელს ოპერაციის (ბრძოლის) დაგეგმვისას.
ძალების და საშუალებების სიმჭიდროვეს განსაზღვრავს შტაბი საბრძოლო მოქმედებების მთელ ზოლზე და დარტყმების მიმართულებაზე (ძირითადი ძალვის თავმოყრა) ძალების და საშუალებების თანაფარდობის გაანგარიშების საფუძველზე. განასხვავებენ ქვეითი (მოტოქვეითი) ჯარის, არტილერიის, ტანკების და ღობურების, ხოლო მასშტაბების მიხედვით – ოპერატიულ და ტაქტიკურ სიმჭიდროვეებს.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017